LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოიძე: ყველა დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს 

137
zoize

სახელმწიფო მთლიანად აანაზღაურებს ყველა დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. აკაკი ზოიძე რუსთაველის აქციის დარბევის დროს დაშავებულთა მდგომარეობაზე ამბობს, რომ  საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს დაშავებულთა საზღვარგარეთ მკურნალობასაც.

„სახელმწიფო მთლიანად აანაზღაურებს, რა თქმა უნდა ყველა დაშავებულის მკურნალობს ხარჯებს და მათ შორის თუ დასჭირდება საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებსაც. ეს მტკიცე პოზიციაა. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს, ამ პოლიტიკოსების წაქეზებით, თავდასხმა. ეს ერთ მხარე. მაგრამ იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ უნდა ხდებოდეს ის რომ დამიზნებით, უკანონო გამოყენებით, პროპორციული ძალის გადამეტება მიუღებელია.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა.ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობას 54 პირი აგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები