LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზუგდიდი სარასოდეს არ შემცდარა თავის არჩევანში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას” – ენმ – ს ზუგდიდის ორგანიზაცია

204
Capture

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაცია პარტიულ არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს. ამის შესახებ პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თანამებრძოლებთან ერთად ისაუბრეს.

“ზუგდიდი საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლის განმავლობაში არასოდეს არ შემცდარა თავის არჩევანში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას და დიდ პატივისცემას გამოვხატავთ ამ პროცესის მიმართ. მოვუწოდებთ ყველას, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ კორექტულები, რათა, როდესაც არჩევნები დამთავრდება, ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს და გავაგრძელოთ ბრძოლა ოლიგარქის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი მტერია. ჩვენ არ ვართ სხვადასხვა მხარეს. ჩვენ, მთელი პარტია ვდგავართ ერთ მხარეს“, – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მაია კალანდიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები