LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის საკრებულოში გარემოვაჭრეებთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

94

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, რომელსაც გარემოვაჭრეები ესწრებოდნენ, უშედეგოდ დასრულდა. საკრებულოს სხდომიდან გამოსულმა გარემოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართს იმ შემთხევაში დათანხმდებიან, თუ მათ შესაბამის პირობებს შეუქმნიან.

„ვერც დღეს მივაღწიეთ შეთანხმებას, არ ვაპირებთ დათმობას. წავალთ და ისივე იქ დავიწყებთ ვაჭრობას, სადაც ადრე ვიყავით”, -აცახდებენ გარემოვაჭრეები.

ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა აცხადებს, რომ გარევაჭრობა დაშვებული არ იქნება და თუ ისინი კვლავ ძველ ადგილებზე დაიწყებენ მუშაობას, მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ზუგდიდში გარემოვაჭრეები უკვე მესამე დღეა გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g