LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში 20-წლამდელების ჩემპიონატი დაიწყო

169

ძალოსნობის სეზონი გრძელდება. საინტერესო ტურნირი დაიწყო ზუგდიდში. საქართველოს 20-წლამდელების პირად-გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც ბევრი ნიჭიერი, პერსპექტიული სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.
ჩატარდა ლამაზი, დასამახსოვრებელი გახსნა და ზუგდიდში ყველაფერი არაჩვეულებრივად წავიდა.

50 კილოგრამ წონითი კატეგორია. პირველ ადგილზე გადის ბაჩუკი შამილიშვილი. ორჭიდის ჯამი – 150 (62+88). მეორე ადგილი – ავთანდილ ბენიძე, 135 (60+75). შემდეგი ადგილი – გოგიტა შარაშიძე, 112 (51+61).

56 კილოგრამი. ჩემპიონი გახდა გიორგი დოკვაძე. 220 კილოგრამით. ატაცში – 97. აკვრაში – 123. სოლიდური ჰანდიკაპი მეორე ადგილთან და ვერცხლის მედალი მიიღო ჯემალ შავაძემ – 167 (73+94). მესამეზე დარჩა გიორგი ახალაძე – 166 (65+91).
62 კილოგრამი. მაგარი ბრძოლა. და ჩემპიონია მიხეილ თეთვაძე. 233 კილოგრამით. ატაცი – 105, აკვრა – 128. მეორე ადგილი – გურამ გიორბელიძე. 232 კილოგრამით. 105+127. მესამეზე არის ვეფხია თებიძე – 199 (85+114). საინტერესო იყო.

69 კილოგრამ წონითი კატეგორია. არჩილ მალაყმაძე ჩემპიონია. 270 კილოგრამით. 124+146. და მეორე ადგილზე გადის კახი ასანიძე. ორჭიდში 264 კილოგრამით და კახიმ აკვრაში 150 კილოგრამით საუკეთესო შედეგი აჩვენა. ატაცში – 117. მესამე ადგილი – ლუკა ჯალაღონია, 258 (115+143).

77 კილოგრამი. ჩემპიონია გივი პატარაშვილი. 288 კილოგრამით. 131+157. ვერცხლის მედალი – ბეგლარ სოლომონიძე. და ბიჭის შედეგია 277 კილოგრამი (122+155). ბრინჯაოს მედალი დარჩა ზურაბ ბარელაძე. 273 (117+156). ბრძოლაში.
85 კილოგრამი. რევაზ დავითაძე უალტერნატივო ჩემპიონია. 340 (156+184). ფავორიტმა ფავორიტად დახურა ტურნირი და ოქროს მედალი წამოიღო. მეორე ადგილი – ედუარდ კაკაბაძე, 280 (125+155). მესამეზე გავიდა აკლაზარ გოგიტიძე – 248 (112+137).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები