LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები, ხურჩაში მომხდარი ფაქტის გამო, არ ჩატარდება

69

ქალაქ ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები, ხურჩაში მომხდარი ფაქტის გამო, არ ჩატარდება. 26 მაისს, დილით 09:00-დან 11:00 საათამდე, ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სამშობლოსათვის დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდება. 11:00-დან 12:00 საათამდე ქალაქის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყვავილებით შეამკობენ სპირიდონ კედიას, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლებს, რის შემდეგაც, 12:00 საათზე ზუგდიდში აგვისტოს მოვლენებისას დაღუპულთა სკვერი გაიხსნება. ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას 26 მაისს დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ ზუგდიდის მერია სრულად დაფარავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები