LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი მაღალი ძაბვის ანძაზე იყო ასული და თვითმკვლელობით იმუქრებოდა

818
პოლიცია

ზუგდიდში, ახალგაზრდა კაცი მაღალი ძაბვის ანძაზე იყო ასული და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭმა გოგოს ცოლობა სთხოვა, თუმცა პასუხად უარი მიიღო. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა, ახალგაზრდა მაღალი ძაბვის ბოძიდან ცოტა ხნის წინ ჩამოიყვანეს.

ინციდენტის გამო ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები