ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტომობილი ტროტუარზე მიმავალ 3 არასრულწლოვანს დაეჯახა.
14-15 წლის მოზარდები სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 276 მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.