ზუგდიდში ავტომობილის ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თურქული კომპანიის კუთვნილი ავტომობილი ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადამალეს, სადაც, შემდგომ რეალიზაციის მიზნით ნაწილებად დაშალეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 მარტს, ბრალდებულები თურქული კომპანიის კუთვნილი „ნისან ნავარას“ მარკის ავტომობილს ქალაქ ზუგდიდში ფარულად დაეუფლნენ და სოფელ ახალსოფელში, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადამალეს. შემდეგ, რეალიზაციის მიზნით
ავტომობილი ნაწილებად დაშალეს.
სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
