LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში დედა 6 წლის გოგონას დაეჯახა: ექიმები ბავშვის გადარჩენას 4 საათი ცდილობდნენ

499
90964617-2476477529120898-1740634998211346432-o

ზუგდიდის სოფელ ტყაიაში უბედურ შემთხვევას 6 წლის ბარბარე კუკავას სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა.

ბავშვს შემთხვევით დედა მანქანით იმ დროს დაეჯახა, როცა ავტომობილი ეზოში შეჰყავდა.

დაშავებული გოგონა ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 2 ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი სასწრაფო დახმარებამ ის  ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მცირეწლოვანის გადარჩენას ექიმები 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

ქუთაისის საავადმყოფოში იმყოფება გარდაცვლილის დედაც, რომელიც შოკურ მდგომარეობაშია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g