ზუგდიდში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი წურწუმია ციხეში გარდაცვლილი ნახეს. სოფელ ჯუმის გამგებელი ზურაბ ფაჟავა მედიასთან ადასტურებს ინფორმაციას, თუმცა მისივე განცხადებით, რა ვითარებაში გარდაიცვალა ბრალდებული, არ იცის.
“ერთი საათია, რაც გავიგე ეს ამბავი. არ ვიცი, რა მოხდა. სახლშიც ვერ მივდივარ, იქ ისეთი ამბავია. ჯერ ჩამოსვენებული არ არის”, – ამბობს ფაჟავა.
წურწუმია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში 28 სექტემბერს ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მან დანაშაული აღიარა.
ზუგდიდში ძმამ ძმა მოკლა
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები საკუთარ ძმას ორი დღის წინ მიაყენა. ბრალდებული სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს, მისი ძმა კი საავამდყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გუშინ, 30 სექტემბერს კი ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
