ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ბიულეტენები კომისიის წევრებმა დაკარგეს, მოგვიანებით კი ის მოქალაქემ იპოვა და საარჩევნო უბანში მიიტანა. ინფორმაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს.
აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაიწერა. კომისიის თავმჯდომარის, კახა ჯაბუას განმარტებით, კომიიის წევრებს 30 ბიულეტენი დაუვარდათ.
„სანამ კომისიის წევრს დავურეკავდით დაკარგულ ბიულეტენებზე, აქეთ დარეკეს. ახსნა განმარტებას დაწერენ, თუ რა ვითარებაში დაკარგეს. ბიულეტენები კვლავ გავაყოლეთ და კენჭისყრის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, – ამბობს ჯაბუა.