LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში, „ლიბერთი ბანკის” ინკასაციის დაყაჩაღებაში ბრალდებულ შსს-ს თანამშრომელს და მასთან ერთად დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდათ

259
ლუბერთი ბანკი ზუგდიდი

ზუგდიდში, „ლიბერთი ბანკის” ინკასაციის დაყაჩაღებაში ბრალდებულ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ომარ ხუხუასა და მასთან ერთად დაკავებულ გელა ჯიქიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ გამოაცხადა. პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მაია ჯაბუამ მიმართა.

თავად ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. სასამართლო პროცესში ისინი ადვოკატების გარეშე მონაწილეობდნენ, რადგან მათ თავად განაცხადეს დაცვაზე უარი.

ორივე დაკავებულს ბრალი 179-ე, 236-ე, 143-ე და 237-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედებათ, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო ტარებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და იარაღის გატაცებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ყაჩაღობა ზუგდიდში 2 მარტს, დილის საათებში მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g