ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კიდევ ერთი აქტივისტი, მასწავლებელი მანანა მიქავა დააკავეს.
ის, დაკავებული მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუას მხარდასაჭერად ზუგდიდში პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ფეიერვერკი გაისროლა.
სიჭინავა და ესებუა პოლიციის სამმართველოდან წინასწარი დაკავების იზოლატორებში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს.