LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ – ადგილზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

112
2024-11-28_22-24-29_484156

ზუგდიდში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მიერ წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე სტიკერები წარწერით “ დაიბრუნე შენი ხმა“ გააკრეს , რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ადგილზე მყოფ პოლიციელებთან.

საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“.

„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე

აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები – „მონა, რუსებო“ სკანდირებენ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც: ქუთაისსა და ბათუმში.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g