LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსის 4 მძღოლი დააკავეს

93

ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსის 4 მძღოლი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 126-ე – ძალადობის და 150-ე – იძულების მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა ავტოსადგურის მძღოლები ერთმანეთს გუშინ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები კერძო სადგურების დახურვას მოითხოვენ. ისინი უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან და საპროტესტო აქციებს მართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები