ზუგდიდში თხილის საწარმოს შენობას ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია შენობის ნაწილი.
ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.