LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

102

ზუგდიდში მცხოვრებ 320 დევნილ ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება.

როგორც „ფორტუნას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, უწყების წყალმომარაგების კომპანიამ თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 320 დევნილი ოჯახის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო.

პროექტი ითვალისწინებს ახალი ჭაბურღილის მოწყობას, რის შემდეგაც იძულებით გადაადგილებული პირები 24 საათიანი წყალმომარაგებით და ხარისხიანი წყლით იქნებიან უზრუნველყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g