LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუკა ბერძენიშვილი: „ჩვენს ხელისუფლებას რუსი ღორების მიერ სახლ-კარის ახევისას, ვერ ვახერხებთ, უბრალოდ რამე ამოვათქმევინოთ…“

329
zuke berzenishvili

დავით ბერძენიშვილის ვაჟი, ზუკა, რომელიც 20 ივნისის აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, სოციალურ ქსელში ეხმაურება მნიშვნელოვან საკითხს, რატომ არ აკეთებს განცხადებას საქართველოს ხელისუფლება რუსეთის აგრესიული ოკუპანტური ქმედებების გამო.

გთავაზობთ ზუკა ბერძენიშვილის სტატუსს:

„ავანტიურისტი მთავრობაც გვყოლია, მოძალადე მთავრობაც გვყოლია, უპასუხისმგებლო მთავრობაც გვყოლია, რანაირი მთავრობა აღარ გვყოლია… ამ მხრივ მართლაც უიშვიათესი კოლექციის პატრონები ვართ…

მაგრამ ჩვენ არასდროს გვყოლია მთავრობა, რომელსაც გულგახეთქილი, ღირსებაშელახული და სიმწრის ცრემლებში დამხრჩვალი საზოგადოება ევედრება, რომ ხმა აიმაღლოს და ის ყელამდე მძ…ში ჯდომითა და დუმილით გვპასუხობს… ტატუნაშვილის ტრაგედიისას მისი ოჯახის მხარდაჭერა ვერ ამოვაძრეთ პირიდან, პუტინის მიერ გადაწერილ ჩვენს ისტორიაზე ერთი კინკილა “ტყუილია” ვერ დავაცდევინეთ, ომის დღეებში ძმათა სასაფლაოზე კრემლის ოკუპანტობა ვერ ვახსენებინეთ… და ისედაც მუდმივი ტერორის ქვეშ მაცხოვრებელი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დღისით მზისით რუსი ღორების მიერ სახლ-კარის ახევისას, ვერ ვახერხებთ, რომ უბრალოდ რამე ამოვათქმევინოთ… კაი და ცუდზე აღარაა… რამე, ეს დედა…ული! რამე!!! სახელმწიფოს პოზიცია! სახელმწიფოს არსებობა! სადმე გამოჩნდნენ და რამე ამოღერღონ…

აეგეთი სამარცხვინო მთავრობა, ისტორიაში არ გვყოლია და აღარც გვეყოლება… უბრალოდ, იმდენად გვიანი არ იყოს მერე, რომ სულ დაკარგოს აზრი, რანაირი მთავრობა გვეყოლება…

ქართული ოცნება / Georgian Dream

მონებად დაიბადეთ, მონებად მოკვდებით!

დანარჩენებიც მოვკვდებით, ადრე თუ გვიან (რამდენად ადრე ან გვიან, გაგიკვირდებათ და ერთი უხსენებლი მეზობლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული), მაგრამ შვილებს მაინც არ შერცხვებათ ჩვენი შვილობა, თქვენგან განსხვავებით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g