LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუკა ხუციშვილი: „დედაჩემი მეცხრე ცაზეა სიხარულისგან, ცხოვრებაში ახალი სტიმული მიეცა; დიდი ტკივილის შემდეგ, ამ ამბავმა გააცოცხლა…“

2408
ზუკა ხუციშვილი

მომღერალი ზუკა ხუციშვილი ახლახან მამა გახდა, ქვეყანას ახალი სიცოცხლე მოევლინა, სახელით და გვარით – გიო ხუციშვილი.

„სახელზე ოჯახში მსჯელობა არც ყოფილა, ბავშვის სქესი რომ გავიგეთ, თითქოს ყველანი უსიტყვოდ შევთანხმდით”, – ამბობს ახალბედა მამა და ემოციებს ჟურნალ „გზას“ უზიარებს, მათ შორის საუბრობს იმის შესახებაც, თუ როგორია გიო ხუციშვილის დაბადება მაია ჯორჯაძისთვის.

– მაია ბებოსთვის განსაკუთრებით ემოციური იქნება, არა?

– დედაჩემი მეცხრე ცაზეა სიხარულისგან, ცხოვრებაში ახალი სტიმული მიეცა; დიდი ტკივილის შემდეგ, ამ ამბავმა გააცოცხლა. ახლობლებსაც ერთი სული აქვთ, როდის მოვლენ, ჩაეხუტებიან. ჩვენს სახლში ახალი ცხოვრება დაიწყო, მაგრამ ძალიან ჰგავს იმას, რასაც გიო აკეთებდა. ჩვენს სახლში ისევ სიყვარულია.

– ამ ინტერვიუსთვის დროის გამონახვა გაგიჭირდა, იმ მიზეზით, რომ სულ ბავშვთან იყავი. მის მოვლაში ასეთი ჩართული ხარ? ამ პროცესზე მიამბე.

– როცა შინ ვარ, ყველა წუთი ჩემს შვილს ეკუთვნის. თან კონცერტები მაქვს და მიწევს ხოლმე გასვლა. პამპერსსაც ვუცვლი, საკვებსაც ვაძლევ, ჭამის შემდეგ, ვიცი, როგორ უნდა დავაწვინო. ყველაფერს ვსწავლობ. ამ 2 კვირის განმავლობაში, სულ 2 დღე არ ვიყავი პატარასთან ერთად. იმის მიუხედავად, რომ მომვლელები არ აკლია, დედა და ბებიები თავს ევლებიან, მაინც ვცდილობ, მაქსიმალურად ვიყო ჩართული და სულ ხელში მყავდეს. გარეთ რომ გავდივარ, სულ მენატრება. იყო პერიოდი, როცა ღამეები არ გვეძინა, მაგრამ ეს უძილობაც დიდი ბედნიერება იყო.

– ბევრს ახალშობილის ხელში დაჭერაც კი უჭირს.

– დაბადებისთანავე ავიყვანე. ვფიქრობ, სხვა პატარის დაჭერა შეიძლება მეც გამიჭირდეს. შენი რომ არის, მისადმი სხვა გრძნობა გაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g