LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ჯაფარიძე: ოპოზიციის შეხვედრაზე სამი პრინციპული საკითხი განვიხილეთ

157
2024-11-20_22-18-43_304198

ოპოზიციის შეხვედრაზე სამი პრინციპული საკითხი განვიხილეთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „ძლიერი საქართველოს“ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების საკოორდინაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რაღაც თემებზე ისაუბრეს, შეთანხმდნენ, თუმცა ზოგიერთი კიდევ აქვთ გასავლელი.

„სამი პრინციპული საკითხი განვიხილეთ, რაზეც აქამდეც ხშირად გვისაუბრია. ვიმსჯელეთ საერთაშორისო საკითხებზე, როგორ უნდა გვქონდეს კოორდინაცია, ამასთან დაკავშირებით, სრული თანხმობა გვაქვს, მათ შორის ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, როგორ იყოს უფრო ეფექტური კოორდინაცია.

მეორე საკითხია, [პარლამენტისთვის] აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ. სამი პოლიტიკური ჯგუფი ცალსახად თანხმდება იმაზე, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს.

მესამე საკითხი იყო – აქციები, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ. რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი ხვალ დილით, მაგრამ დეტალებს ჯერ არ მოგიყვებით. დღეს ღამეც გაგრძელდება კონსულტაციები ჩატებში“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g