LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: „მადლობა ბიჭებო! ერთი ნაბიჯი დაგვრჩა ძმებო“

150
ზურა ხაჩიძე, ეროვნული ნაკრები

ზურა ხაჩიძე ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ეხმიანება და ფეხბურთელებს მადლობას უხდის. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობა ბიჭებო!

ერთი ნაბიჯი დაგვრჩა ძმებო,“ – წერს ზურა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯი აშორებს. ჩვენი გუნდი ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს „პაიჭაძე არენაზე“ 26 მარტს უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება, რომელმაც ათენში გამართულ ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრები 5:0 დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები