LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ ევროკავშირის დროშა დაწვეს – ამ დროისთვის ორივე პოლიციაშია გადაყვანილი

249
ფორტუნა (4)

„ალტ-ინფომ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი წევრები, ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო თბილისის მერიასთან აღმართულ ევროკავშირის დროშას ხსნიან და წვავენ.

როგორც მახარაძე მათსავე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს,  „სოლიდარობას” უცხადებენ ევროკავშირის დროშის გამო დაკავებულ „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთ მხარდამჭერს, ლაშა შალუხიას. ასევე, ამბობს, რომ პოლიციას თავად დაურეკავენ.

ალტ-ინფოს მორიგ ვიდეოში ჩანს, რომ მათ პოლიციის მანქანაში სვამენ.

შსს-ს მახარაძისა და მარტინენკოს დაკავებაზე ინფორმაციას ჯერჯერობით არ უდასტურებენ.

მოგვიანებით მერიასთან ევროკავშირის დროშა ისევ აღმართეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g