ფსიქოლოგი ზურა მხეიძე „აზროვნების აკადემიაში“ ლექციისას საინტერესო თემაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს:
„თუკი მართლა პატივს გცემ და მიყვარხარ, სახლში კონფლიქტს არ გაგიმართავ და შენ თუ ნერვები აშლილი გაქვს, მე მაქვს რესურსი, რომ მოგიარო. უარესად კი არ გაგაღიზიანებ, არამედ, ვეცდები, ჩავაცხრო კონფლიქტი. მე ყოველთვის ვითვალისწინებ, რომ ამ წუთას შენ ჩემზე მეტად ხარ გაღიზიანებული და ახლა გჭირდება ჩემგან მაქსიმალური დათმობა. ასეთ შემთხვევაში, ოჯახში ჰარმონია გარანტირებულია“.
„არავითარი ჩანთა არ უნდა გაუჩხრიკო ბავშვს და შვილს უნდა ენდობოდე“ – ზურა მხეიძე