ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე იუბილარია.
ამის შესახებ ზურა სოციალურ ქსელში წერს და უამრავ მილოცვას იღებს.
„დღეს ჩემი დაბადების დღეა 44 წლის გავხდი.
ღმერთია მოწამე ყველა და ყველაფერი ღმერთის გაჩენილი მიყვარს, მიხარია ცხოვრება!!!
უსაშველოდ მადლიერი ვარ გამჩენელის ამდენი სიხარულისთვის, სიყვარულისთვის!!
გაკვირვებული კი სულ ვარ, ალბათ ამდენიც არ დავიმსახურე“ – წერს ზურა შევარდნაძე.