,,გარდენია შევარდნაძის” მფლობელი, ზურა შევარდნაძე მაკა მახარაძის სტუმრობის შესახებ წერს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
“მაკა მახარაძე მეგობარ და უმცროსი თაობის კოლეგებთან ერთად გვესტუმრა. გაგვათბო თავისი სიყვარულით, რომელიც ყველას წვდება, მოგვეფერა და მოგვესიყვარულა. ვფიქრობ, ცოტას თუ შეუძლია ატაროს ამდენი სიკეთე. გქონდეს ადამიანის, მეორე ადამიანის დანდობის, თანაგრძნობის, შეგრძნების, დანახვის და დანახულის ასე სიყვარულით გადმოცემის უნარი ალბათ ბედნიერებაა. წლის ბოლო დღეებია ადამიანებს განსაკუთრებულად შვენით ერთმანეთისთვის მადლობის თქმა, განცდილისთვის, გადატანილისთვის მადლიერება და უკეთესის სურვილით დამშვიდობება მომავალ წლამდე. ქალბატონო მაკა, უსაშველოდ მიყვარხართ, მადლიერი ვარ თქვენი და უკეთეს მომავალ წელს გისურვებთ!!”
ფოტო: ზაქარია ჭელიძე