LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ყიფშიძე და მატილდა გვარლიანი ახალ ქართულ ფილმში ითამაშებენ

914
matildagvrlzurakfhs

გიორგი ქადაგიძის ახალი ფილმი „მემენტო მორი” კინოეკრანებზე მალე გამოვა. ახალგაზრდა რეჟისორმა მთავარი როლებზე ზურა ყიფშიძე, გიორგი ტიგინაშვილი და მატილდა გვარლიანი დააკავა. .

გიორგი ქადაგიძე:
“კორონავიურსის პანდემიის დროს, სახლში გამოვიკეტეთ ყველა. ჩემმა მენტორმა, გიგა აგლაძემ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება გადაწყვიტა. გიგას ფილმზე რომ დავიწყეთ მუშაობა, ჩემი ფილმის სცენარიც დავწერე. ის ჩემი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია.

შეიკრიბა არაჩვეულებრივი საზოგადოება. ფილმი მცირე ფინანსებით გაკეთდა. გადაღებებისთვის ორი დღე ვემზადებოდით და ახლახან დავასრულეთ მასზე მუშაობა”

მატილდა გვარლიანი:
“ფილმში პირველად მივიღე მონაწილეობა. ალბათ, კამერებთან მუშაობა იმიტომ გამიადვილდა, რომ სამი წელია, სამოდელო ბიზნესში ვარ და ეს ჩემთვის უცხო არ იყო. ყოველთვის მაინტერესებდა მსახიობობა. ამ გადაღებისგან ისეთი სიამოვნება მივიღე, რომ მომავალშიც სიამოვნებით ვითანამშრომლებ რეჟისორებთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g