უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მე-40 დღეს ადგილობრივი ხელისუფლება ჩერნიგოვის ოლქის ოკუპანტებისგან სამი დასახლების გათავისუფლების შესახებ იუწყება.
„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტებმა სასაფლაოც კი გაანადგურეს.
“რუსი ფაშისტები მიცვალებულებსაც ერჩიან – ჩერნიჰივის (ჩერნიგოვის) ოლქიდან მათი გასვლის შემდეგ გაირკვა, რომ რუს ჯარისკაცებს იქ საფლავებიც კი გაუნადგურებიათ.
აი, ეს არის რუსეთის რეალური სახე და არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ეს!”, – წერს ზურაბ ბატიაშვილი.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.