LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზურაბ ჩხაიძე დილას რასაც გეუბნება, საღამოს არ ახსოვს, ისეთ ასაკშია” – შალვა ხაჭაპურიძე

243
BeFunky-collage - 2023-03-01T002431.950

ზურაბ ჩხაიძე დილას რასაც გეუბნება, საღამოს არ ახსოვს, ისეთ ასაკშია, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისივე თქმით, სამარცხვინოა თამარ დავარაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილს ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს.

„სამარცხვინოა ეს განცხადება, როცა ამას ექიმი აკეთებს. საერთაშორისო სამედიცინო დარგში 17 ექსპერტი იყო ჩართული და სახალხო დამცველის 6 ექსპერტი. ამასთან, ჩართული იყო ბრიტანელი ფსიქიატრი. ექსპერტების 3 დამოუკიდებელი ჯგუფის ორი დიაგნოზი თანხვედრაშია, ეს არის კახექსია და დემენცია. არის კიდევ ერთი დიაგნოზი, რომელიც გათავისუფლების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა 10 დიაგნოზია, ჯამში 13 დიაგნოზია, რითაც ან გათავისუფლება უნდა მომხდარიყო ან გადავადება.

რით ადასტურებს ამას ქალბატონი თამარი? ქალბატონი თამარი არის ჰიპოკრატე, მის იქით არავინ არაფერი არ არის, არც დევიდ გოლდსმიტი, არც კორნელიუს კატონა. თამარი და ზურაბი არიან დედამიწაზე ყველაზე მაგარი ექიმები. საერთოდ, საბჭოთა კავშირის ჯარის ექიმი იყო ზურაბ ჩხაიძე. გადახედეთ ბიოგრაფიას სად მუშაობდა. ოკუპანტი ჯარის ექიმი იყო. დილას რასაც გეუბნება, საღამოს არ ახსოვს, ასაკშია უკვე ადამიანი“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს – ნუ ცდის ორგანიზმს – სააკაშვილის მკურნალი ექიმი

სულ ტკივილგამაყუჩებელზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა – ოდნავ დავადე ხელი და იკივლა: გიული ალასანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g