LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ​კალორაჟი მომატებულია“ – ზურაბ ჩხაიძე

172
Untitled design (6)

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ჯანმრთელობის მდგომარეობის განმსაზღვრელი რაიმე პარამეტრის გაუარესება არ აღენიშნება.

როგორც ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის კვების კომპონენტი გაფართოებულია.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს. ეს საჯარო ინფორმაცია არ არის, სუბიექტური ჩივილებია და ყურადღებას საჭიროებს. სხვა პარამეტრის გაუარესება არ აღენიშნება. კვების კომპონენტი სრულყოფილი არ არის, მაგრამ კალორაჟი გაფართოებული, მომატებულია“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ზურაბ ჩხაიძის ფოტო – „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები