აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებს ეხმიანება.
როგორც გურული წერს, დღეს ქართულ “ფეისბუქს” გადახედა და მიმდინარე მოვლენების ფონზე მიხვდა, რომ “ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკის დემნა გვასალიაა”.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“გათენდა ამერიკაში. სანამ ყავა იხარშებოდა, ქართულ ფეისბუქს გადავხედე.
ნიგერიელი მერობის კანდიდატს უგანდელი დამკვირვებელი დააკვირდებაო. ბელორუსიის კგბ ცესკოში ხმის დათვლებს გადაამოწმებსო.
ვიღაც დაფანჩული ეპისკოპოსი ლუგარის შესახებ ფსბ-ს ინფორმაციას აწვდიდაო; პრინციპში, ზოგიერთი ექიმი ბაქტერიას და ვირუსს ვერ არჩევს ერთმანეთისგან და რა გასაკვირია, მღვდლები რომ ჩაერთნენ მიკრობიოლოგიურ დაზვერვაში.
მერე საწყალი ჯასტინა ბიბერის ფოტოს წავაწყდი, სამადლოდ შეკედლებული სოფლელი ნათესავივით რომ ჰყავდა გამოწყობილი ბალენსიაგას და უცებ მივხვდი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქართული პოლიტიკის დემნა გვასალია”, – წერს ზურაბ გურული.
