LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „ღმერთო მადლობა რომ ამ „პარლამენტში“ ერთი დღე არ გამიტარებია.. არცერთი ჩემი გაღიმებული ფოტო არ დარჩება ისტორიას ამ უსინდისო მოღალატეებთან ერთად“

154
119043528_3521354694576639_6542382497318621045_n

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

„ღმერთო თუ ბედო თუ განგებავ თუ რაც არსებობ, მადლობა რომ ამ „პარლამენტში“ 1 დღე არ გამიტარებია.

1 თეთრი არ ამიღია იქ „მუშაობისთვის“ რომელიმე რუსი „სპიკერის“ ბრძანებით.

არცერთ „მივლინებაში“ არ ვყოფილვარ **** ერთად.

არცერთი ჩემი გაღიმებული ფოტო არ დარჩება ისტორიას ამ უსინდისო მოღალატეებთან ერთად.

არც ერთხელ ხელი არ ჩამიმირთმევია ამ მონებისთვის და კორიდორებში გამარჯობის თქმა არ მიწევდა ****.

5 თვე უნდა გავიხეთ შუაზე და სამუდამოდ დავასრულოთ ეს ისტორიული სირცხვილი.

5 თვე არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საქმე.

ეს ქვეყანა არ გარუსდება!

2030-ში ევროკავშირში!“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g