ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე ადამიანზე ნეგატიური ინფორმაციის გავლენას აფასებს და საუბრობს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს.
„ნეგატიური ინფორმაციის ზემოქმედება ავადმყოფობებს იწვევს და ამას დავამტკიცებ. თამბაქო იწვევს კიბოს, ასე ამბობენ, მაგრამ ამას ცალსახად ვერც ერთი ექიმი ვერ დაამტკიცებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რისკებს ზრდის. ზუსტად იგივე რისკები აქვს ნეგატიურ ინფორმაციას. ამერიკის პროპაგანდისტული პოლიტიკა როგორია? ამერიკაში რატომ მივდივარ? იმიტომ, რომ შანსი მაქვს, გახვდე მილიონერი. ჩვენი ტელევიზია კი გეუბნება, რომ აქ შანსი არ გაქვს. ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ტიპს უნდა ეუბნებოდე, მიდი, გაინძერი, აქ კი გეუბნებიან, არაფერიც არ გამოგივაო. ერთად რომ დავსხდეთ და გადაცემებს ვუყუროთ სამი დღე, ჩავალაგებთ ჩემოდნებს და წავალთ. ამას რომ დაინახავ, სასოწარკვეთამდე მიხვალ…“
ვიდეო: „აზროვნების აკადემია“