LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას.. ქართველი ხალხი ხარობს თქვენთან ერთად

43
სალომე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინული შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას ეხმიანება.

“ისტორიული დღეა, ხერსონს ვიბრუნებთ, ხერსონელები ელოდებოდნენ, არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე” – ვოლოდიმირ ზელენსკი

„მივესალმები უკრაინის მიერ ქალაქ ხერსონის დაბრუნებას.

ეს არის უკრაინის ერთიანობისა და სიმტკიცის შედეგი და წარმოადგენს დიდ ნაბიჯს ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენისკენ.

ქართველი ხალხი ხარობს თქვენთან ერთად“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g