LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილის ინაუგურაციას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მონაწილე გმირებიც დაესწრებიან – კახეთის გუბერნატორი

1544802253-1Y2A8800-1024x756

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიას მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მონაწილე გმირებიც დაესწრებიან და მათ პრეზიდენტი მიესალმება, –

ირაკლი ქადაგიშვილი თქმით, დარწმუნებულია, თელაველებს უხარიათ, რომ ქალაქს ასეთი პატივი ხვდა წილად.

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა პრეზიდენტის ინაუგურაცია არა დედაქალაქში ან პარლამენტში, არამედ რეგიონში ტარდება. დარწმუნებული ვარ, თელაველებს, მათი პოლიტიკური სიმპათიისა და ანტიპათიის მიუხედავად, უხარიათ, რომ თელავს ეს პატივი ერგო წილად და ქალაქი ემზადება ამ ღირსშესანიშნავი დღისთვის“, – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა.

ამასთან, ქადაგიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა ინაუგურაცია სათანადო დონეზე ჩატარდეს და ყველა პირობას შუქმნის ოპოზიციასაც, გამოხატვის საშუალება რომ ჰქონდეთ,

თუ ვიღაცას სურს პროცესის მარგინალიზაცია და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ღონისძიების ჩაშლა, არეულობის, დაძაბულობის მუხტის შემოტანა და მარგინალური პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრება საქართველოში, ეს უკვე სხვა რამეა. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივი ღონისძიება ჩატარდეს სათანადო დონეზე და ყველა პირობას შევუქმნით ოპოზიციასაც, რომ მათ თავისი პოლიტიკური გამოხატვის საშუალება ჰქონდეთ. ვფიქრობ, ოპოზიციაშიც იქნებიან ადამიანები, რომლებიც აირჩევენ დემოკრატიულ გზას და არ წავლენ მარგინალიზაციისკენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები