LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ციკოლიამ SEVEN ახალი ფერებით და შესაძლებლობებით წარადგინა – ღირებულება 1747 ლარიდან იწყება

997
ipiccy-image

ცნობილმა ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საზოგადოებას ახალი ნამუშევარი წარუდგინა: SEVEN – ახალი ფერებით და შესაძლებლობებით.

როგორც ბრენდ „ციკოლიას“ ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან ვიგებთ, საათის ახალი მოდელის ღირებულება 1747 ლარიდან იწყება. უფრო კონკრეტულად კი, მეტალის – 1977 ლარი, სილიკონის სამაჯურით კი – 1747 ლარი ღირს. SEVEN-ის ახალ მოდელს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები დიზაინერის მისამართით კომპლიმენტებს და ქებას არ იშურებენ.

ცნობისთვის, პანდემიის მიუხედავად, ზვიად ციკოლია აქტიურად განაგრძობს საქმიანობას და ახალი ნამუშევრების შექმნას. ამჟამად, ცნობილი დიზაინერი პერსონალური, ერთადგილიანი სასეირნო თვითმფრინავის შექმნაზეც მუშაობს. გარდა ამისა, ზვიად ციკოლია უახლოეს მომავალში წარმოების შვეიცარიიდან საქართველოში გადმოტანას და საწყის ეტაპზე, 70-80 ადამიანის დასაქმებას აპირებს. „საორიენტაციო  ვადად შემიძლია დავასახელო 2022 წლის ზაფხული,“ – აცხადებს დიზაინერი. ის წარმოების გადმოტანას პირადი ფინანსებით გეგმავს და სხვა ინვესტორები მასში არ მონაწილეობენ.

ზვიად ციკოლია წარმოებას შვეიცარიიდან საქართველოში გადმოიტანს და 80-ამდე ადამიანს დაასაქმებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g