LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ციკოლია წარმოებას შვეიცარიიდან საქართველოში გადმოიტანს და 80-ამდე ადამიანს დაასაქმებს

3904
TsikoliaZviadi

ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია წარმოებას შვეიცარიიდან საქართველოში გადმოიტანს და საწყის ეტაპზე, 70-80 ადამიანს დაასაქმებს. საკითხზე მან „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.

როგორც ციკოლია განმარტავს, პანდემიის გამო ყველაფერი გაჭიანურებულია, შესაბამისად, კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს. „ამ მიმართულებით არ გავჩერებულვართ და ვმუშაობთ. საორიენტაციოდ  ვადად შემიძლია დავასახელო 2022 წლის ზაფხული“ – აცხადებს ცნობილი დიზაინერი. ის წარმოების გადმოტანას პირადი ფინანსებით გეგმავს და სხვა ინვესტორები მასში არ მონაწილეობენ.

ზვიად ციკოლიას წარმოება მოიცავს საათების, სუვენირების და საიუველირო ნაწარმის დამზადებას, განსაკუთრებული ყურადღება ავიაციასაც დაეთმობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g