ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და იურიდიულ დახმარებას სთავაზობს მათ, ვისაც ასეთი დახმარება სჭირდება და ამჟამად კარანტინში ყოფნის გამო საქმეს ვერ აგვარებს.
გთავაზობთ ცნობლი იურისტის სტატუსს:
„კორონავირუსით დაავადებულ სტაციონარში მყოფ პაციენტებს, ასევე კარანტინში მყოფ პირებს „კორძაძის საადვოკატო ბიურო“ გაგიწევთ უფასო ონლაინკონსულტაციას სამართლებრივ პრობლემებზე, რომლებიც წარმოგეშვათ და/ან ვერ აგვარებთ სტაციონარში ან კარანტინში ყოფნის გამო.
გთხოვთ, მეილზე [email protected] გამოგვიგზავნოთ თქვენი ტელეფონის, viber-ის, whatsApp-ის, skype-ის საკონტაქტო ნომერი.
ადვოკატი დაგიკავშირდებათ უმოკლეს დროში და გაგესაუბრებათ.
ძალა ერთობაშია“.