LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად კორძაძე: პოლიტიკოსებო, ტყუილად „ეჩალიჩებით“ ამ თაობას. არ გიცნობენ საერთოდ, არ ხართ მათთვის არავითარი ავტორიტეტი

162
ზვიად კორძაძე

ცნობილი ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში პოლიტიკოსებს მიმართავს და ახალი თაობის განწყობის შესახებ წერს:

„პოლიტიკოსებო, ტყუილად „ეჩალიჩებით“ ამ თაობას. არ გიცნობენ საერთოდ, არ ხართ მათთვის არავითარი ავტორიტეტი.

ყურსასმენები მოიხსნეს, ლეპტოპები დახურეს და გარეთ გამოვიდნენ, იმიტომ რომ „თავიანთი შიდა ქსელით“ მიიღეს ინფორმაცია რომ მომავალს ართმევდნენ.

არ არის ეგ თქვენი ამომრჩეველი, საერთოდ არ დადიოდნენ არჩევნებზე ალბათ აქამდე. გამოგეპარათ ეგ თაობა ფეისბუკზე დასპონსორებული საკუთარი ფოტოებისა და პოსტების „ლაიქებით“ ტკბობაში.

მაგათ კონკრეტული საქმე და ხელშესახები შედეგები აინტერესებთ. „დიადი ეფემერული მიზნებით“ ვერ მოატყუებთ. არც ის იციან რატომ არ უნდა დაამტვრიონ რამე, როცა ჩაგრავენ და უკანონოდ ექცევიან.

ვიდეო: „დამიჭირეს და მიმათრევდნენ, ადამიანივით არ მექცეოდნენ...ყოველდღე აქ ვიდგები, უკან არ დავიხევ” - ვინ არის ცნობილი აქტივისტი დროშით, რომელიც წყლის ჭავლს დაუპირისპირდა

„დამიჭირეს და მიმათრევდნენ, ადამიანივით არ მექცეოდნენ...ყოველდღე აქ ვიდგები, უკან არ დავიხევ” - ვინ არის ცნობილი აქტივისტი დროშით, რომელიც წყლის ჭავლს დაუპირისპირდა

პრაგმატული თაობაა, მკაცრი და სამართლიანი. თან კომპრომატებიც არა არსებობს მაგათზე, რითაც ცოცხლობს ეს პოლიტიკური სისტემა. თავიდან ისწავლეთ მაგათთან საუბარი, თუ ვინმეს საკუთარი პოლიტიკური მომავალი გაინტერესებთ და რაც მთავარია სიყალბე არ შეგამჩნიონ.

არც ის ეგონოს ვინმეს, რომ ორივე ყურსასმენს გაიკეთებენ ისევ, ერთი მოხსნილი ექნებათ დღეიდან, მორიგი სისულელე რომ აღარ გამოეპაროთ. გილოცავთ, თქვენ ახალ რეალობაში გაიღვიძეთ!“ – წერს ზვიად კორძაძე.

ვიდეო: „ბევრს აინტერესებდა, მაშინ, როდესაც მე, 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობდი, სად იყო ამ დროს ჩემი ოჯახი…აქციაზე იდგნენ” – სალომე კენჭიაშვილი

magti 5g