LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზვიად კუპრავა გახარიას პირადი პატიმარია” – თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია გაიმართა

280

ზვიად კუპრავას დაკავებასთან დაკავშირებით აქცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ამ დრომდე იმყოფება ზვიად კუპრავას მეუღლე ხატია თორდია.

თორდია ამბობს, რომ ზვიად კუპრავას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ხატია თორდია ზვიად კუპრავას შს მინისტრის, გახარიას პირად პატიმარს უწოდებს.

თორდია მეუღლეს პირველადი მოხმარების ნივთებს და ტანსაცმელს უგზავნის. შეგახსენებთ, რომ “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” დამფუძნებელი ზვიად კუპრავა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები