LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

87

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 14:00 საათზე ჩაინიშნა.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მოწმემ თქვა, რომ დაინახა როგორ უწევდა წინააღმდეგობას პოლიციელებს ზვიად რატიანი. მისი თქმით, სამართალდამცველებმა რატიანი მანქანაში “ძლივს ჩასვეს”.

რატიანის სასამართლო პროცესზე შსს-მ დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები წარადგინა, რომლებიც არა პატრულის სამხრე კამერებით, არამედ მობილურითაა გადაღებული. ზვიად რატიანის ადვოკატი კი ითხოვს, რომ რატიანის დაკავების ამსახველი, უწყვეტრეჟიმში გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინოს შსს-მ.

ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. სამართალდამცველების მხრიდან მისი ცემის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ ფაქტი დადასტურდება, პოლიციელები დაისჯებიან, მაგრამ ამავდროულად ზვიად რატიანსაც მოუწევს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო პასუხის გაცემა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ზვიად რატიანის მიმართ პოლიციელთა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g