LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20-26 მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი

68

გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში;

ვერძი

ორშაბათიდან პირადი ცხოვრების გამოცოცხლებას შეიგრძნობთ. ეს ეხებათ ურთიერთობაში უკვე მყოფ ვერძებს. ხოლო მათ, ვინც ჯერ ისევ ძიების პროცესშია, კვირის ბოლოდან პერსპექტივები გამოუჩნდებათ. მანამდე იყავით მშვიდად და დაელოდეთ საინტერესო შანსს.

კურო

ამ კვირაში, კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანები, წარსულ რომანტიკულ გამოცდილებას თვალს გადაავლებენ. ნუ კონცენტრირდებით მხოლოდ ნეგატიურ მოგონებებზე, რაც დიდი ალბათობით, მინორულ ნოტაზე დაგაყენებთ. ეცადეთ, ყველაფერში რაღაც კარგი დაინახოთ.

ტყუპები

თუ დიდი ხანია ცვლილებების ქარს ითხოვთ ცხოვრებაში, ამ კვირაში შედეგი შესამჩნევი გახდება. იმ ტყუპებს, რომელთაც მეორე ნახევარი ჯერ არ ჰყავთ, შუა კვირიდიან რომანტიკულ სარბიელზე ნაყოფიერი ახალი შეხვედრები ელით. ასე რომ, ყველაფერი წინ არის.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ეს კვირა კარიერაში დაძაბული სიტუაციებით გაჯერებული იქნება. შედეგად, ცუდ ხასიათსა და სტრესს პარტნიორზე ავტომატურად გადაიტანთ, რაც საფრთხეს შეუქმნის თქვენს ურთიერთობას. ეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ.

ლომი

თქვენი მორალური კომპასი და სასიყვარულო ცხოვრება ამ კვირაში ერთმანეთს შეეჯახება. შესაძლოა, თქვენი პარტნიორის ქმედებები არაეთიკურად მოგეჩვენოთ. თუ მისი ქმედებები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, დიდი შანსია, ურთიერთობაში პრობლემებმა თავი იჩინოს.

ქალწული

ამ კვირაში, ფინანსებთან დაკავშირებულ საიდუმლოს ფარდა აეხდება. ჩუმად აღებულ ვალზე ან სესხზე საუბარი მოგიწევთ. ასევე, ამ კვირაში, შესაძლოა, ცუდი ინვესტიცია განახორციელოთ. ასე რომ, ფინასებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

სასწორი

თუ პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით რჩევა გჭირდებათ, ეცადეთ, ეს რჩევა ნათესავებისგან და ოჯახის წევრებისგან არ მიიღოთ, რადგან მათი შეფასება, შესაძლოა, გადაჭარბებულად მძაფრი იყოს და არასწორი მიმართულება მოგცეთ.

მორიელი

თუ ბოლო პერიოდში, სამსახურებრივ რომანში ხართ გახვეული, ეს, შესაძლოა, ძალიან ცუდად დამთავრდეს.  მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანთან ძლიერი გრძნობები გაქვთ, ურთიერთობაში რაღაც კონკრეტული ხელისშემშლელი ფაქტორი გამოჩნდება.

მშვილდოსანი

თქვენს სასიყვარულო ცხოვრებას ამ კვირიდან ახალი ელფერი შეემატება. დიდი ალბათობით, გააცნობიერებთ, რომ უფრო სერიოზულ ნაბიჯზე უნდა იფიქროთ.

თხის რქა

ამ კვირაში, რაღაც ისეთს ეტყვით პარტნიორს, საოჯახო საქმესთან დაკავშირებით, რაც დიდ წყენას და კამათს გამოწვევს. სიფრთხილე გამოიჩინეთ ყოველ სიტყვასთან, რათა დაძაბულობა თავიდან აირიდოთ.

მერწყული

დროა, ყველა იმ მსხვილმან თუ წვრილმან საიდუმლოს ფარდა ახადოთ, რომლითაც ურთიერთობის დაცვა გსურთ. სიმართლე და გულწრფელობა უფრო კარგ შედეგს მოგცემთ, ვიდრე პატარ-პატარა ტყუილები.

თევზები

ბოლო დროს დაშვებულ შეცდომებზე პასუხს ამ კვირაში აგებთ. პარტნიორთან მცირე წყენის და კამათის მიუხედავად, სიტუაცია შუა კვირიდან დასტაბილურდება.

პოპულალურები