LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“20 წლისთავზე გამიშვეს” – რუსთაველის თეატრიდან ექვსი მსახიობი გაათავისუფლეს

182

რუსთაველის თეატრიდან  7 ადამიანია გათავისუფლებული. გათავისუფლებული თანამშრომლებიდან ექვსი მსახიობია.

ერთ-ერთი გათავისუფლებული მსახიობი გოგა გველესიანია. მან თეატრიდან დათხოვნის შესახებ, ჯერ კიდევ 7 სექტემბერს დაწერა სოციალურ ქსელში.

„ეხლა მოგონებამ ამომიგდო 2002 წელს რემონტამდე გადაღებული ეს სამახსოვრო ფოტო ბევრი ამ ფოტოდან ცოხალი აღარ არის… ბევრიც დათხოვილია თეატრიდან მათ შორის თქვენი 

მონამორჩილიც…. ხვალ 140 ე საიუბილეო სეზონის გახსნაა,,, რუსთაველის თეატრში ჩემი მოღვაწეობის ზუსტად 20 წლისთავზე გამიშვეს თეატრიდან ,,,გაუმარჯოს თეატრს,” – წერს გოგა გველესიანი.

გოგა გველესიანი თამაშობდა ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა “სტუმარ-მასპინძელი”, “მაკბეტი”, “მეთორმეტე ღამე” და სხვა.

თეატრში აცხადებენ, რომ თანამშრომლები შიდა ორგანიზაციული საკითების გამო გაათავისუფლეს.

თუმცა, არ არის გამორიცხული, ცვლილებები “გარე” ცვლილებებს უკავშირდებოდეს და გათავისუფლებები კულტურის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან შეერთებას მოჰყვა. აღნიშნული ცვლილებების მიზანი, ხარჯების შემცირებაა.

“სექტემბრის ბოლოს ველოდებით ახალ სტრუქტურას, ამ დროისთვის არაფერი ვიცით. თანამშრომლების გათავისუფლებას არ ველოდებით. ძალიან მალე გვეცოდინება ყველაფერი,“ – განაცხადეს განათლების სამინისტროში “ფორტუნასთან” 11 სექტემბერს.

ამ თემაზე იხილეთ “ფორტუნას” სტატია: რატომ შეუმცირდათ გაერთიანებულ სამინისტროებში თანამშრომელთა ნაწილს ხელფასები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები