LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

200 ამერიკელი სამხედრო რაქას გასათავისუფლებლად სირიაში გაემგზავრა

63

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ეშ კარტერმა განაცხადა, რომ სირიაში ქურთებისა და აჯანყებულების დასახმარებლად 200 ამერიკელი სამხედრო გაგზავნეს. ისინი შეეცდებიან, ქალაქი რაქა „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლონ.

რაქა „ხალიფატის“ არაოფიციალური დედაქალაქია.

ამერიკელი სამხედროების სირიაში გამგზავრების შესახებ კარტერმა ბაჰრეინში განაცხადა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციას ესწრება.

სირიაში უკვე იმყოფება 300-მდე ამერიკელი სამხედრო, ისინი ადგილობრივ ამბოხებულებს ეხმარებიან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

შაბათს აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ, რომ ალეპოში არსებული მდგომარეობა განეხილათ.

სირიის არმია ამ დროისთვის ალეპოს 85%-ს აკონტროლებს, ქალაქი სულ ცოტა ხნის წინ ამბოხებულების ხელში იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები