LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის ყველაზე ხმაურიანი წყვილები (ფოტო)

232

ამ ცნობილი წყვილების შესახებ ტაბლოიდები მთელი წლის მანძილზე წერდნენ. მათი ცხოვრება ყოველდღიურ რეჟიმში  პაპარაცების დაკვირვების ობიექტივში იყო. ბევრისთვის წელი კარგად დასრულდა, ბევრს კი 2016-მა მხოლოდ ცუდი მოგონებები დაუტოვა. ფაქტია, რომ სწორედ ეს წყვილები იყვნენ ყველაზე პოპულარულები მიმდინარე წლის მანძილზე.

დონალდ და მელანია ტრამპები

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მელანია ტრამპი ამერიკის პირველი ლედი გახდა. მელანია რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში. პირველად, როცა მიშელ ობამას სფიჩი დააკოპირა და მეორედ, როცა ცნობილმა დიზაინერებმა უარი თქვეს მასთან თანამშრომლობაზე. მართალია ის ბევრად უფრო სექსუალურია, ვიდრე ამას ეტიკეტი ითხოვს, თუმცა ფაქტია, რომ მელანია დღეს ყველაზე პოპულარული ქალია ამერიკაში.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

სამეფო ოჯახის წევრისა და ცნობილი მსახიობის რომანი უდაოდ ბოლო თვეების მთავარი თემაა. პრინცმა ჰარიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერიალ „ფორს-მაჟორის“ ვარსკვლავს ხვდება და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. მას შემდეგ მეგან მარკლი პაპარაცების საყვარელი ვარსკვლავი გახდა. მსახიობს უკვე დაცვის სამსახური იცავს და მას სამეფო ოჯახის წევრებიც იცნობენ.

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი

პოპულარული მსახიობისა და ცნობილი მოდელის რომანი უკვე წელიწადია გრძელდება. თავდაპირველად წყვილი საგანგებოდ მალავდა ურთიერთობას, მოგვიანებით კი ოფიციალურად დაადასტურა რომანი. შეიკსა და კუპერს ხშირად ვხედავდით ერთად კურორტებზე, ოფიციალურ შეხვედრებსა და წვეულებებზე. ისინი უდაოდ იმსახურებენ, წლის ყველაზე ლამაზი წყვილის სტატუსს.

ჯანლუკა ვაკი და ჯორჯია გაბრიელი

იტალიელმა მილიონერმა სოციალური ქსელი თავისი ცეცხლოვანი ცეკვით დაიპყრო, ისევე როგორც მისმა მომხიბვლელმა მეუღლემ. წყვილის ვიდეოები მთელს მსოფლიოში გასაოცარი სისწრაფით გავრცელდა და მედიაც მალევე დაინტერესდა მათი პირადი ცხოვრებით. აღმოჩნდა, რომ ჯანლუკა ვაკის არაორდინალური ურთიერთობები იზიდავს. ის და გაბრიელა ვაკის პირველ მეუღლესთან ერთად ცხოვრობენ და თავს ფანტასტიკურად გრძნობენ.

დრეიკი და რიანა

ესაა 2016 წლის საიდუმლოებით მოცული წყვილი. დღემდე რთული სათქმელია ერთად არიან თუ არა ცნობილი მომღერალი და რეპერი. ფაქტია, რომ მათ შორის დიდი სიყვარულია, თუმცა ურთიერთობის გაოფიციალურებას ისინი არ ჩქარობენ. მედია აქტიურად წერდა რიანასა და ლეონარდო დიკაპრიოს რომანზე. თავის მრივ დრეიკს სერენა უილიამსთან რომანს აბრალებდნენ. საბოლოოდ კი MTV VMA -ის ცერემონიაზე დრეიკი საჯაროდ გამოტყდა, რომ რიანა თავდავიწყებით უყვარს.

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი

ესაა წლის ყველაზე სკანდალური და ხმაურიანი წყვილი. კიმ კარდაშიანის მშობიარობა, თავდასხმა სასტუმროში, იმიჯის ცვლილებები და მრავალი სხვა გვახსენდება კარდაშიანისა და უესტის პირადი არქივიდან. ფაქტია, რომ მძიმე მომენტებში ისინი მუდამ ერთად არიან და დაშორებას არ აპირებენ.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

შოუბიზნესის სამყაროში ყველაზე გავლელიანი წყვილი 2016 წელს დაშორდა. ეს იყო ყველაზე სკანდალური და ხმაურიანი დაშორება, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დღემდე უცნობია რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი. ბევრი წერს, რომ ესაა ანჯელინა ჯოლის ფსიქიკური აშლილობა, ზოგიც ამტკიცებს, რომ ბრედ პიტი საკუთარ შვილებზე ძალადობდა. ფაქტია, რომ წყვილი განქორწინდა და ამჯერად დღის წესრიგში შვილებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება დგას.

დარენ არონოფსკი და ჯენიფერ ლოურენსი

ოსკაროსანი მსახიობი და ცნობილი რეჟისორი ერთად ცხოვრებენ, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას არ ჩქარობენ. პაპარაცებმა წყვილის გადაღება ერთად რამდენჯერმე მოახერხეს. საინტერესოა, რომ მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. არონოფსკი 47 წლისაა, ხოლო ლოურენსი, 25-ის.

მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიკანდერი

ეს წყვილი არასოდეს საუბრობს პირად ცხოვრებაზე. წელს მათ ერთად წარადგინეს ფილმი „სინათლე ოკეანეშე“, რომელიც სავარაუდოდ ვიკანდერს ოსკარის მორიგ ნომინაციას მოუტანს. 2016 წლის ოსკარებზე კი მსახიობები ცალ-ცალე მშობლებთან ერთად მივიდნენ. მართალია პრემიერებზე ისინი ერთად ჩნდებიან, მაგრამ გრძნობების აფიშირებისგან თავს იკავებენ.

ედი რედმეინი და ჰანა

წყვილის ცხოვრებაში 2016 წელი განსაკუთრებული იყო. მათ გოგონა შეეძინათ. ზოგადად ედი რედმეინი მუდამ საყვარელ მეუღლესთან ერთად ჩნდება პრემიერებზე და სამაგალითო მეუღლედაც ითვლება. მთელი წლის განმავლოაბში ედისა და ჰანას ერთად ვხედავდით  როგორც ქუჩაში სეირნობისას, ასევე წვეულებებსა და პრემიერებზე.

პოპულალურები