LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 აგვისტო – 4 სექტემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

67

ორსულობის დაგეგმვა, რადიკალური ცვლილებები და კრიზისი ურთიერთობაში…

გაიგეთ იმ კვირის სასიყვარულო ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი დეტალები:

ვერძი

ორშაბათიდან თქვენს პირად ურთიერთობაში სასიკეთო ძვრები დაიწყება. თუ მარტო ხართ, საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, ხოლო თუ ურთიერთობა უკვე გაქვთ, სასიამოვნო საღამოები გელოდებათ. ჰარმონიულობა და ურთიერთგაგება სიმშვიდეს მოგიტანთ.

კურო

უამრავი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, იღბალი გაგიღიმებთ. რაღაც ახალი იწყება თქვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში, არსებული მიდგომები და ტაქტიკა უნდა შეცვალოთ. სიჯიუტეს მოერიეთ და კომპრომისებზე იფიქრეთ, რომლის გარეშე, ურთიერთობა შეუძლებელია.

ტყუპები

ეს კვირა საუკეთესოა ურთიერთობის დასაწყებად და ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. თუ უკვე გყავთ მეორე ნახევარი და შვილის გაჩენა გსურთ, ეს კვირა სწორედ ამისთვის გამოიყენეთ, დაგეგმეთ იმ კვირაში დაორსულება.

კირჩხიბი

თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ და ბევრს ფიქრობთ იმაზე, თუ როდის გააცნოთ თქვენი პარტნიორი ოჯახს, ის კვირა სწორედ ამისთვის გამოიყენეთ. მშობლებისგან სრულ მხარდაჭერას მიიღებთ. ასევე, ცალკე საცხოვრებლად გადასვლაზე თუ ფიქრობთ, ეს ნაბიჯიც იმ კვირაში გადადგით.

ლომი

იმ კვირაში გააცნობიერებთ, თუ რამდენად მარტივია პარტნიორთან ყველაფერზე საუბარი. მიხვდებით და გესიამოვნებათ, თუ როგორ იზიარებს თქვენს იდეებს მეორე ნახევარი და მხარს გიჭერთ. ორივეს კარგად გაქვთ გაცნობიერებული, რომ კომუნიკაციის შეწყვეტა, ნეგატიურ შედეგებს მოგიტანთ.

ქალწული

ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს თქვენი ურთიერთობა უფსკრულის პირასაა. ნუ იღელვებთ და იფიქრებთ დეტალებზე. ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილეთ ცვლილებებზე, რაც აუცილებლად გჭირდებათ ამ ეტაპზე.

სასწორი

მეტ ყურადღებას ითხოვთ? – ნუ იდარდებთ, რადგან თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. კომპლიმენტების კორიანტელში მოხვდებით. თუ მარტო ხართ, მაგნიტივით მიიზიდავთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს.

მორიელი

თქვენს ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი დგას. სანამ დაშორებაზე იფიქრებთ, მიმართეთ ფსიქოლოგს ან ისეთ ადამიანს, რომელსაც ენდობით. იყავით გულწრფელი და გახსნილი. ხმამაღლა თქვით, რაც გაბრკოლებთ.

მშვილდოსანი

გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ვერ ხვდებით გსურთ თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. დილემის წინაშე დგახართ. რამდენიმე დღე ქალაქგარეთ წადით და სიმშვიდეში დაფიქრდით, რადგან სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება, შესაძლოა სანანებელი გაგიხდეთ.

თხის რქა

წარმატების მიღწევაში პარტიორი მაქსიმალურად ხელს გიწყობთ. მიხვდებით, რომ იგი თქვენს საქმიანობაში საკმაოდ კარგად ერკვევა და კარგ რჩევებსაც გაძლევთ. დაფიქრდებით, ღირს თუ არა მისი ჩართვა თქვენს კარიერაში.

მერწყული

თუ გსურთ, ბოლო დროს გაცნობილ მიმზიდველ ადამიანთან, თავი არ დაკარგოთ, ფრთილად იყავით და აკონტროლეთ ემოციები. მიუხედავად იმისა, რომ იგი ვიზუალურად მოგწონთ, მიხვდებით რომ თქვენი ტიპაჟის არ არის.

თევზები

ამ კვირაში საკმაოდ ემოციური გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ოჯახურ ცხოვრებაში ცვლილებების გატარების დრო მოვიდა. ახალი ურთიერთობის დაწყებისას ნუ იჩქარებთ. ეტაპობრივად მიეცით მას დრო განვითარდეს.

პოპულალურები