LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3-9 აპრილის სასიყვარულო ჰოროსკოპი

149

გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

დაძაბული კვირა გელით. პარტნიორთან ერთად, სულიერი, ფილოსოფიური ან მორალური დილემის წინაშე აღმოჩნდებით. სასურველია, ამ კვირაში მასთან ეთიკურ განსხვავებულობაზე არ ისაუბროთ. მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კურო

იმედგაცრუებების კვირა გელით. თქვენს პირად ინტერესებს, მიზნებსა და მისწრაფებებს პარტნიორი მხარს არ უჭერს. ასევე, აღმოაჩენთ, რომ თქვენი შეხედულებები დიამეტრალურად განსხვავდება მეორე ნახევრისგან.

ტყუპები

სამეგობრო თუ სანაცნობო წრიდან, კონკრეტული პიროვნება ცდილობს თქვენს პირად ცხოვრებაში ჩაერიოს და ისეთი რჩევა მოგცეთ, რომელიც პრობლემას ვერ გამოასწორებს. სასურველია, ამ ეტაპზე არსებულ პრობლემას თავად გაუმკლავდეთ და მხოლოდ პარტნიორთან გაიაროთ კონსულტაცია.

კირჩხიბი

სამსახურში წამოჭრილი პრობლემა, რაც, სავარაუდოდ, თანამშრომელთან ურთიერთობის დაძაბვით დასრულდება, ტონუსში გაგდებთ. პარტნიორი კი ამ პროცესში მხოლოდ თქვენ დაგადანაშაულებთ. ამ ფაქტორმა, შესაძლოა, გაგაღიზიანოთ და მწვავედ იკამათოთ.

ლომი

სექსუალური კუთხით ჩავარდნას მხოლოდ გულწრფელი საუბრით მოაგვარებთ. სწორი კომუნიკაციის და თქვენი რეალური სურვილების გამოხატვის შემთხვევაში, სიტუაცია დასტაბილურდება. გადადგით პირველი ნაბიჯი.

ქალწული

ოჯახში დიდი იმედგაცრუება გელით. შესაძლოა, ეჭვები გაგიჩნდეთ, რომ პარტნიორისადმი ლტოლვა ნელ-ნელა უფერულდება. ამის განმაპირობებელი გარემოები (სტრესი, დაძაბულობა, მცირე უსიამოვნებები) სავარაუდოდ, დროებითია.

სასწორი

შესაძლოა, იფიქროთ, რომ პარტნიორთან ერთად კრივის რინგზე დგახართ და ერთმანეთს ულმობელად უპირისპირდებით. კრიზისული მომენტის ძირითადი მიზეზი კონკრეტული ოჯახური ფაქტორია.  თუ გიღირთ ეს ურთიერთობა, ჯობია კომპრომისზე დაფიქრდეთ.

მორიელი

სასიყვარულო ცხოვრებას ფინანსური პრობლემები მნიშვნელოვნად დააზარალებს. სამწუხაროდ, ერთ-ერთ მხარეს კარგად არ აქვს გააზრებული, რომ სიყვარული და ფული ორი განსხვავებული მხარეა. ამ მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი მოგიწევთ.

მშვილდოსანი

ამ კვირაში იგრძნობთ, რომ პარტნიორი სექსს ან ფულს თქვენთან ურთიერთობის დასამყარებლად ან სამანიპულაციოდ გამოიყენებს. ეს ნაბიჯები თქვენს უკმაყოფილებას გამოიწვევს. შედეგად, გამორიცხული არ არის, მასთან ურთიერთობის სურვილი გაგინელდეთ.

თხის რქა

ამ კვირაში იმ პირად თემებზე ისაუბრეთ, რომლებზედაც ძალიან იშვიათად თუ იხსნებით. ფაქტობრივად, ამ გულახდილი დიალოგით ერთმანეთს თავიდან გაიცნობთ.  გარდა ამისა, ალაპარაკდებით იმ წვრილმან საკითხებზეც, რომლებიც ერთმანეთში გაღიზიანებთ.

მერწყული

მთელ რიგ საკვანძო საკითხებზე დისკუსიას გამართავთ პარტნიორთან. განიხილავთ ყველა წვრილმან თუ მსხვილმან დეტალს, რაც თქვენს ურთიერთობას მძიმე ტვირთად აწევს. კვირის ბოლოს კი ახალ და უფრო საინტერესო ეტაპზე გადახვალთ.

თევზები

ეს კვირა გამოგაფხიზლებთ და ზღაპრული სამყაროდან რეალურში გადმოგამისამართებთ, სადაც არასასიამოვნო სიტუაციები გელოდებათ. თუმცა, შუა კვირიდან დაძაბულობა განეიტრალდება. მხნეობა შეინარჩუნეთ.

პოპულალურები