LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მლნ მ³ გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოცხადდა

129

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ 3 მლნ. კუბ. მეტრ, ხელმისაწვდომ გაზზე, აუქციონი გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება 1000 კუბურ მეტრ გაზზე, კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის, 620.95 (დღგ-ს გარეშე) ლარის მიმართ სავაჭრო, 12.18 ლარის ბიჯით გაზრდით. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომელიც 1000 კუბური მეტრი გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა საჭირო დოკუმენტაცია კორპორაციაში უნდა წარმოადგინოს, 2018 წლის 27 აპრილს, 16:00 საათამდე. აუქციონი ჩატარდება 2017 წლის, 27 აპრილს, 17:00 საათზე, კორპორაციის ადმინისტრაციულ შენობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები