LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 იანვრის-5 თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

218

გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

მოემზადეთ, ამ კვირას რომანტიკული თავგადასავლები გელოდებათ. ბევრი ფლირტი და სახალისო საღამოები წინ გაქვთ. ხოლო, თუ უკვე დიდი ხანია პარტნიორი გყავთ, მასთან ერთად რამე საინტერესო დაგეგმეთ.

კურო

პარტნიორთან უფრო ხშირად უნდა განმარტოვდეთ. თქვენ გრძნობთ, რომ ამ ურთიერთობას გამოცოცხლება სჭირდება. ხოლო, თუ ჯერ ისევ ეძებთ მეორე ნახევარს, სამწუხაროდ, ამ კვირას ურთიერთობის დაწყების პერსპექტივა ნაკლებად გექნებათ.

ტყუპები

ეს კვირა თქვენთვის სოციალური აქტივობებით მდიდარი იქნება, რომელიც საშუალებას მოგცემთ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, მათ შორის პოტენციური პარტნიორიც. იყავით თამამი და მხიარული.

კირჩხიბი

ეს საუკეთესო კვირაა პარტნიორთან სამომავლო გეგმების განსახილველად. დეტალურად ისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის თქვენი მიზანი, მისწრაფება და სურვილი. თქვენი პარტნიორი მხარს დაგიჭერთ კარიერულ სარბიელზე.

ლომი

თუ უკვე გყავთ პარტნიორი, ამ კვირაში მასთან ერთად მოგზაურობა დაგეგმეთ. თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვერ მიდიხართ, ეს იდეა საქართველოშიც შეგიძლიათ განახორციელოთ. მეტი დრო უნდა გაატაროთ ერთად.

ქალწული

თქვენი და პარტნიორის ფინანსური მდგომარეობა ამ კვირაში საგრძნობლად გაუმჯობესდება. სასურველია ფინანსურ მრჩეველს ეწვიოთ და სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოთ.

სასწორი

ამ კვირაში, თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ზუსტად ისე წარიმართება, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ. სრული ჰარმონია და მხარდაჭერა გაქვთ, რაც დიდ კომფორტს გიქმნით.

მორიელი

თუ ჯერ ისევ მარტო ხართ, ამ კვირაში შანსი გაქვთ სამსახურებრივ რომანში გაეხვეთ. ასევე, დიდი შანსია, მომავალი პარტნიორი არა მხოლოდ სამსახურში, არამედ სავარჯიშო დარბაზში ან ექიმთან ვიზიტის დროს გაიცნოთ.

მშვილდოსანი

ყველაზე არაორდინალურ ვითარებაში ელოდეთ მომავალი პარტნიორის გაცნობას. ეს კვირა ძალიან საინტერესო  და იღბლიანი იქნება. თუ აქამდე არ გჯეროდათ, ამ კვირაში ერთი ნახვით შეყვარებაც კი შეიძლება დაიჯეროთ.

თხის რქა

თუ დიდი ხანია პარტნიორთან ერთად საცხოვრებლად გადასვლაზე ფიქრობთ, საბოლოო გადაწყვეტილება სასურველია ამ კვირაში მიიღოთ. ამ ნაბიჯს არ ინანებთ.

მერწყული

თუ მარტო ხართ, თქვენი ოჯახის წევრი ან ნათესავი უცნობ ადამიანზე დაგელაპარაკებათ და პაემნის დანიშვნასაც თავის თავზე აიღებს. უარს ნუ იტყვით და სცადეთ.

თევზები

ეს კვირა სრულ იდილიაში იქნებით პარტნიორთან. სტრესისგან და ნეგატიური აზრებისგან მთლიანად გათავისუფლდებით. შესაძლოა, სერიოზულ ნაბიჯებზეც იფიქროთ.

 

პოპულალურები