LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300-ზე მეტი მედიასაშუალება დონალდ ტრამპის მიერ მედიაზე თავდასხმას გმობს

73

გაზეთ The Boston Globe-ის მოწოდებით კამპანიას 300-ზე მეტი მედიასაშუალება  შეუერთდა და სარედაქციო სტატიები გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მედიაზე თავდასხმაა დაგმობილი.

საპროტესტო კამპანიას შეუერთდნენ, როგორც აშშ-ის რეგიონული გამოცემები, ისე გავლენიანი ნაციონალური გაზეთები, როგორიცაა The New York Times. აქციას რამდენიმე საერთაშორისო გამოცემაც შეუერთდა, მაგალითად, ბრიტანული The Guardian.

პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპმა არაერთხელ უწოდა ჟურნალისტებს „ხალხის მტრები“ და განაცხადა, რომ ისინი მის წინააღმდეგ ყალბ ახალ ამბებს ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამოცემამ The Wall Street Journal კამპანიაში ჩართვაზე უარი განაცხადა. რედაქტორის მოადგილის, ჯეიმს ფრიმანის აზრით, The Boston Globe-ს ინიციატივა ცალკეული გამოცემების სარედაქციო კოლეგიების პოლიტიკის დამოუკიდებლობას ლახავს. გარდა ამისა, ფრიმანი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს ისევე აქვს სიტყვის თავისუფლების უფლება, როგორც მედიასაშუალებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები