LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9-15 იანვრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

52

რა ელოდება ამ კვირაში თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

ეს კვირა სენსიტიური იქნება ვერძებისთვის. რომანტიკულ სიტუაციებს მცირე დაძაბულობა ჩაანაცვლებს. პირად პრობლემებს ოჯახურიც დაემატება. ორ ცეცხლს შორის გაივლით, თუმცა კვირის ბოლოს სიტუაცია დასტაბილურდება. ეცადეთ, სტრესი პარტნიორზე არ გადაიტანოთ.

კურო

ამ კვირაში გაუფრთხილდით სიტყვებს და სანამ რამეს იტყვით, ჯერ დაფიქრდით, რადგან დიდი შანსია, რასაც იტყვით შემდეგ ინანოთ. ასევე, მოსალოდნელია იმედგაცრუება. თუ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან პაემანზე წახვალთ, თქვენი მოლოდინი არ გამართლდება.

ტყუპები

სანამ თქვენი პარტნიორის ფინანსებს გაფლანგავთ, მანამდე დაფიქრდით, რადგან ამ ნაბიჯს დიდი უთანხმოება მოჰყვება. ასევე, ამ კვირაში, შესაძლოა, ისეთ ადამიანს დაურეკოთ, რომელთან საუბარი სანანებელი გაგიხდებათ. ეს ზარი პირად ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ეს კვირა კარგი არ იქნება. სხვადასხვა მიზეზების გამო, თქვენი უხასიათობა და ზოგჯერ მრისხანებაც პარტნიორზე ცუდად იმოქმედებს. იმისთვის, რომ მან თავი დაიცვას უსაფუძვლო კამათისგან, დროებით თქვენთან კომუნიკაციას შეამცირებს.

ლომი

სამსახურებრივი დაძაბულობა პირად ურთიერთობაზე აირეკლება. მთავარია მოთმინება შეინარჩუნოთ და დაძაბულობა სამსახურში დატოვოთ. თუ უკვე დიდი ხანია ურთიერთობა გაქვთ, ამ კვირაში პარტნიორისგან ტელეპათიურ უნარებს დააფიქსირებთ.

ქალწული

თუ მარტო ხართ ან პერიოდულად პაემანზე დადიხართ, მოსალოდნელია დროებითი და არასერიოზული კავშირი. მიუხედავად ამ ინფორმაციისა, მაინც გაგიჭირდებათ ცდუნებასთან გამკლავდება. ხოლო თუ უკვე გყავთ პარტნიორი, ამ კვირაში მისგან მეტ სიყვარულს იგრძნობთ.

სასწორი

თუ სამსახურებრივ რომანში ხართ გახვეული, ამ კვირაში დიდი შანსია ეს ფარული რომანი უფროსის ყურამდეც მივიდეს. ასეთ შემთხვევაში, მისგან მხოლოდ რჩევა-დარიგებას მიიღებთ. მერე თავად გადაწყვიტეთ, გიღირთ თუ არა ურთიერთობის გაგრძელება.

მორიელი

მორიელებისთვის ეს კვირა ყველაზე რომანტიკული და სიყვარულით სავსე იქნება. მხარი აუბით პარტნიორის იდეებს და ფანტაზიებს, გახადეთ ამ კვირის ყველა დღეს დასამახსოვრებელი.

მშვილდოსანი

პარტნიორთან დაკავშირებით იმედგაცრუებას იგრძნობთ, რაც მის ფინანსებთან დამოკიდებულებას ეხება. განსაკუთრებით თქვენს ფინანსებთან. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ მფლანგველი არ ხართ, პარტნიორისგან უაზროდ თანხების ხარჯვას მარტივად ვერ შეეგუებით.

თხის რქა

ეს კვირა მთლიანად ოჯახური პრობლემების მოგვარებაზე იქნებით ორიენტირებული. ამ ფაქტორის გამო, თქვენი პარტნიორი უყურადღებობას გააპროტესტებს. ეცადეთ ორივე ფრონტზე თანაბრად იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი საქმის მოგვარებით მეორეს გააფუჭებთ.

მერწყული

პარტნიორთან სიტყვების ომი გელით. გაუკონტროლებელი სიბრაზის და ემოციების ბოლოს, ერთ-ერთი მხარე საიდუმლოს ფარდას ახდის. ამ საიდუმლოს გამომჟღავნება მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს მომავალ ურთიერთობას. გულახდილ საუბარზე უარი არ თქვათ.

თევზები

თქვენი სიყვარული ამ კვირაში ემოციურობის ზენიტს მიაღწევს. იგულისხმება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციებიც. ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს პარტნიორი ემოციურ დონეზე ვერ გეთავსებათ. სასურველია ამ ეჭვების შესახებ მასთან არ ალაპარაკდეთ.

პოპულალურები